ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ესეების კონკურსი თემაზე „არა ძალადობას“

24 თებერვალი, 2023

თემაზე „არა ძალადობას“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ესეების კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა 22- მა ახალგაზრდამ მიიღო. მათი ნამუშევრები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.

ნომინანტები ორ ასაკობრივ კატეგორიაში შეირჩნენ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირველ ადგილზე დაწყებითი განათლების სტუდენტი გვანცა ბალიაშვილის ნამუშევარი გავიდა, მეორე ადგილი იურიდიული ფაკულტეტის, საჯარო მმართველობის სტუდენტს, ნათია ზურაბაშვილს ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის, ინგლისური ენის სტუდენტმა ერიქნას მარქარიანმა დაიკავა.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან პირველი ადგილი ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ტონაკანიანმა დაიკავა, მეორე ადგილზე №4 საჯარო სკოლის მოსწავლე ელიფ დვალიძე გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელისაბედ შეშაბერიძე გახდა.

ასევე დასახელდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები:

მარიამ ჩადუნელი - ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლიდან;

მანანა სამსონიძე - ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლიდან;

ლიზა მოსიძე - ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლიდან;

ეკატერინე ბექაური - ქალაქ ახალციხის №6 საჯარო სკოლიდან;

ლუკა სამსონიძე - ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლიდან;

ნინი გვირჯიშვილი - ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლიდან;

საპრიზო ადგილზე გასული ახალგაზრდები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ღონისძიებას კონკურსის მონაწილეები, პედაგოგები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

+14

 

გააზიარე