ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ელიაწმინდაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

22 ივნისი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულება აქამდე სასკოლო მზაობის ალტერნატიულ ცენტრს წარმოადგენდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ კი ტიპიურ ბაღად გადაკეთდა, სადაც სკოლამდელი განათლების მიღება 30 აღსაზრდელს შეეძლება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის რეაბილიტაცია. მოეწყო სამზარეულო, საძინებელი, სველი წერტილები და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. საბავშვო ბაღის ეზოში კი გასართობი ატრაქციონები დაიდგა.

რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დღეს, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, მოადგილეებმა რუბენ კარაპეტიანმა და ალექსი ზედგინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ კაპანაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა დაათვალიერეს.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ განხორციელებულ სამუშაოებს და სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ.

გააზიარე