ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დედაენის დღე

14 აპრილი, 2023

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება

მერიის ინიციატივით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში მანათობელი ინსტალაციები განთავსდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დედაენის დღეს!

1978 წელს ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს თბილისსა და რეგიონებში.

ზუსტად 45 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანის დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. დაძაბული ვითარების გამო, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა.

მოგვიანებით, 1990 წელს, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

 

გააზიარე