ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

21 მარტი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს შეუერთდა.

ცენტრალურ პარკში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა და ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. მოწვეული სტუმრების განწყობაზე კი გასართობი ცენტრის „ბეიბი ბუმის“ ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

აღნიშნულ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

დაუნის სინდრომის მქონე პირებს 47 ქრომოსომა აქვთ, რაც განპირობებულია 21-ე ქრომოსომაზე დამატებით ერთი ქრომოსომის არსებობით, სწორედ ამიტომ არის 21 რიცხვი დაწესებული დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.

 წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილებია: ➡ ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ცხოვრების გაზიარება ➡ ჩვენ ვართ განსაკუთრებული უნარების მქონე პირები და არა შეცოდების ობიექტები ➡ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო ერთმანეთისთვის!

 

+14

 

გააზიარე