ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ჭადრაკის ფესტივალი „ახალციხე - 2023“ გაიხსნა

6 ოქტომბერი, 2023

დღეს, ქალაქ ახალციხეში ჭადრაკის ფესტივალი „ახალციხე - 2023“ გაიხსნა.

საჭადრაკო ფესტივალი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და ტურნირის ხელმძღვანელმა დავით სამსონიძემ გახსნეს და სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ილია ზარდიაშვილმა და დავით ტაბატაძემ სიმბოლური პირველი სვლებიც გააკეთეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

ტურნირში მონაწილეობას საქართველოს რეგიონებიდან სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოჭადრაკეები იღებენ.

პირველობისათვის ერთმანეთს რვა, ცხრა და ათ წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები ეჯიბრებიან. ასევე მიმდინარეობს ღია ტურნირიც.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრს მსაჯობას უწევს ალექსანდრე არსენიძე, რომელიც ფიდეს საერთაშორისო მსაჯია.

პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცემათ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს - სიგელები, მედლები და ფულადი პრიზები.

ჭადრაკის ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების“ ორგანიზებით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელშეწყობით ტარდება.

+12

გააზიარე