ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ჭადრაკის ფესტივალი „ახალციხე - 2023“ დასრულდა

9 ოქტომბერი, 2023

ჭადრაკის ფესტივალი „ახალციხე - 2023“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიალი ახალციხის ციხეზე გაიმართა.

საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით ტაბატაძემ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ასამდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

გამარჯვებულებს შორის არიან ახალციხელი სპორტსმენები:

8 წლიან ჭაბუკებში - III ადგილი დაიკავა დავით სამსონიძემ (მასწავლებელი დავით სამსონიძე);

10 წლიან ჭაბუკებში - II ადგილი დაიკავა საბა მურჯიკნელმა (მასწავლებელი დავით სამსონიძე);

12 წლიან გოგონებში - III ადგილზე გავიდა ვიკა ვეშაგური (მასწავლებელი დავით სამსონიძე);

პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს - სიგელები, მედლები და ფულადი პრიზები.

ჭადრაკის ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების“ ორგანიზებით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელშეწყობით ჩატარდა.

+6

გააზიარე