ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ბაღების სერტიფიცირებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა

7 დეკემბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სერტიფიცირებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა ქალაქ ახალციხის №4 საბავშვო ბაგა-ბაღის ღვაწლმოსილ პედაგოგებს დარეჯან კაკოიშვილს და ნინო კაპანაძეს მრავალწლიანი მოღვაწეობის და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მადლობის სიგელები და ყვავილები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ დარეჯან კაკოიშვილს აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის 65 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო ნინო კაპანაძე 50 წლის განმავლობაში ემსახურებოდა პატარების აღზრდა-განათლებას.

დღესვე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საბავშვო ბაღების 25 სერტიფიცირებულ პედაგოგს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

+16

 

გააზიარე