ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდული პროექტი "დაიწყე ცვლილებები ახლა"

7 ნოემბერი, 2022

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრძელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის", რომელიც იმართება პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროექტის ამოცანაა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილება, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდით სოციალური ცვლილებების პროცესში, მათი ხელმძღვანელობით განხორციელებული ადგილობრივი ინიციატივების მეშვეობითა და თანასწორთა მობილიზების გზით.

პროექტის ფარგლებში ახალციხის ახალგაზრდულმა საბჭომ დაიწყო ინიციატივა "დაიწყე ცვლილებები ახლა". რომლისთვისაც საბჭოს წევრებმა აპლიკაციების საშუალებით შეარჩიეს ახალგაზრდები.

შერჩეულ ახალგაზრდებთან პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისაუბრებს გენდერისა და სქესის მნიშვნელობაზე, სხვადასხვა მიზეზებსა და გარემოებებზე, თუ რატომ არის დაბალი ცნობიერება ჩვენს თემში გენდერისა და სქესის საკითხთან დაკავშირებით. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა მაგალითები, რომლის საფუძველზეც შეძლეს პრობლემის იდენტიფიცირება და მათზე ადეკვატური რეაგირება. ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა, მონაწილეებს გააცნეს სხვადასხვა თავდაცვის სერვისი, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი უსაფრთხოებისათვის.

ასევე, ინიციატივის ფარგლებში გაიმართა დებატების სასწავლო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს გააცნეს კარლ პოპერის დებატები პოლიტიკური ფორმატით. მათ ისაუბრეს იმ უნარებზე, რომელსაც ფორმალური დებატები ავითარებს, გაიცნეს პოლიტიკური დებატებისთვის საჭირო ტერმინოლოგია, გაანალიზეს სხვადასხვა კონკრეტული შემთხვევები და მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა წარიმართოს დებატები სამართლიანად.

+9

 

გააზიარე