ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის სამუსიკო სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

23 დეკემბერი, 2022

ახალციხის სამუსიკო სკოლაში წინასაახალწლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

სამუსიკო სკოლის მოსწავლეები სტუმრების წინაშე წლის განმავლობაში მიღებული ცოდნით წარსდგნენ. ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა ჭალიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 სექტემბრიდან მოსწავლეთა კონტიგენტი საგრძნობლად გაიზარდა, რაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსწავლეთა სწავლის მთლიანი საფასურის დაფინანსებით არის განპირობებული.

სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ცოდნას საფორტეპიანო, სავიოლინო, საგუნდო და ფლეიტის განხრით. ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნა დასარტყამი ინსტრუმენტების განყოფილება, სადაც ამჯამად 10 მოსწავლეა.

+13

 

გააზიარე