ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ

15 თებერვალი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 700-მდე ახალი წიგნი შეიძინა, რომლებიც მუნიციპალიტეტში მოქმედ ბიბლიოთეკებს გადაეცათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მარინე გოგოლაძე ბიბლიოთეკების თანამშრომლებს შეხვდნენ.

როგორც, გიორგი ჟუჟუნაძემ აღნიშნა წიგნადი ფონდის განახლება მკითხველის ინტერესების გათვალისწინებით ხდება. ამ ეტაპზე, ბიბლიოთეკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გაკეთდა მოთხოვნადი წიგნების ჩამონათვალი, რის მიხედვითაც იქნა შეძენილი, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოებები, მათ შორის აქცენტი გაკეთდა მხატვრულ, ისტორიულ და საბავშვო ლიტერატურაზე.

მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ ბიბლიოთეკებისა და ზოგადად წიგნის როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა მერიის მხრიდან მხარდაჭერის მზაობას და ერთობლივი საინტერესო პროექტების განხორციელების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ბიბლიოთეკებს საკმაოდ აქტიური და მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდები, შესაბამისად საჭიროებიდან გამომდინარე, წიგნადი ფონდის განახლება პერიოდულად ხორციელდება. ამჯერად 700-მდე ახალი წიგნის შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 370 ლარი დაიხარჯა.

+9

 

გააზიარე