ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.

20 ნოემბერი, 2018

მოსახლეობის საყურადღებოდ!

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტზე წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები.

საჯარო განხილვა შედგება შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე.

გააზიარე