ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მერიას პირბადეები გადასცეს

25 აპრილი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ზრდასრულთა განათლების ცენტრმა პირბადეეები საჩუქრად გადასცა. პირბადეები გერმანული ორგანიზაციის DVV International - საქართველო დაფინანსებით, ჭრა-კერვის კურსის ფარგლებში შეიკერა.

ასევე, მერიას პირბადეები კოლეჯმა „ოპიზარმა“ და სამკერვალო სალონმა „მატერიამაც“გადასცა. საჩუქრად მიღებულ ნიღბებს მერია საჭიროებისამებრ მოსახლეობას ურიგებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრს, კოლეჯ „ოპიზარს ” და სამკერვალო სალონ „მატერიას“ მადლობას უხდის გაწეული დახმარებისათვის.

გააზიარე