ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები სტუმრობენ

4 May, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლები სტუმრობენ.

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად  ახალციხეს,  აქ  არსებული  მდგომარეობის გაცნობის მიზნით  ეწვია.

სტუმრები ახალციხის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ,  საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა ნოზაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად   მიიღო.

შეხვედრის ფარგლებში ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ  მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობითა და მათი  უფლებამოსილების განხორციელების მექანიზმებით,  პოლიტიკური პლურალიზმის, სიტყვისა და  მედიის თავისუფლების  უზრუნველყოფის  მიმართულებით  მიღწეული  შედეგებით.

შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე,  ისაუბრეს ძალოვანი უწყებების რეფორმის,  საარჩევნო სისტემისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამების შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობებზე.   განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობის,  მათი განვითარებისა და დასაქმების   აუცილებლობაზე. 

შეხვედრის დასასრულს მერმა, სტუმრებს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისათვის, ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, აღნიშნა რომ    ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს  ერთ-ერთი უმთავრესი მეგობარი სახელმწიფოა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

 

გააზიარე