ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა

6 May, 2020

ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა

აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, კონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია.

ბაზარში არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, მისი დახურვიდან დღემდე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა ეზო და ავტომანქანების სადგომი.

გააზიარე