ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში სამედიცინო ლაბორატორია გაიხსნა

19 ნოემბერი, 2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ახალციხეში მდებარე დემოკრატ ქალთა საზოგადოების (DWO)20 წლის იუბილეს დაესწრნენ. მათ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან და გერმანიის ელჩთან ერთად სამედიცინო ლაბორატორია საზეიმოდ გახსნეს.

მოწვეულმა სტუმრებმა ახალციხეში ახლად გახსნილი N1საჯარო სკოლაც მოინახულეს, სადაც მოწესრიგდა საკლასო ოთახები, გათბობისა და საკანალიზაციო სისტემები, სკოლა აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით და შესაბამისი სასკოლო ინვენტარით.აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მიესალმა სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობას ინგლისურ საგანმანათლებლო სისტემაში. 

გააზიარე