ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს

25 დეკემბერი, 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეში, ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.

მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს საშობაო ბაზრობა ,ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდებათ , ბავშვებისთვის მოწყობილია სპეციალური სივრცეები, ეწყობა წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით, ახალციხელების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ, თოვლის ბაბუამ კი პატარებს საჩუქრები დაურიგა, მოეწყო მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა.

ღონისძიების ფარგლებში გრძელდება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, დაგეგმილია აზოტ შოუ, დღის ბოლოს საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე და ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

+23

 

გააზიარე