ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

9 მარტი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარება გრძელდება.

დღეს, სადეზინფექციო სამუშაოები აგარის, აწყურის, ფერსისა და კლდის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჯარო დაწესებულებებში ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საბავშვო ბაღების, კულტურის სახლის, მუსიკალური სკოლის, ბიბლიოთეკების, ამბულატორიების, ახალგაზრდული ცენტრების შენობები.

პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ, რომელსაც კოორდინაციას და მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური და ა(ა)იპ „ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ უწევენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა

 

გააზიარე