ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

9 May, 2023

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღნიშნეს ქალაქ ახალციხეში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი.

დღევანდელი დღის მნიშვნელობისა და ამ გამარჯვებაში ვეტერანების დამსახურებაზე ისაუბრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იოსებ ალიბეგაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ფარცახაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, ოჯახებში პირადად მოინახულეს ვეტერანები. გამარჯვების დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ სააკ მიქაელიანს და სოფელ წყალთბილაში მცხოვრებ მისაკ ავეტისიანს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 ვეტერანს ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჩუქრები გადასცა. გარდა ამისა, გაეწიათ ერთჯერადი ფულადი დახმარება - პრეზიდენტისგან 300 ლარის, მუნიციპალიტეტისგან - 700, ხოლო მთავრობისგან 1000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებს, მათ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მთავრობისგან ერთჯერადად 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს.

+3

 

გააზიარე