ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში მრავალშვილიან და ახალშობილთა დედებს დედის დღე მიულოცეს

3 მარტი, 2020

დღეს, 3 მარტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მრავალშვილიან დედებს და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ახალშობილთა დედებს დედის დღე მიულოცეს.

 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მრავალშვილიანი დედები ოჯახებში მოინახულეს. დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს. დღესვე, მერიისა და საკრებულოს თანამშომლები კლინიკა „იმედს“ და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ესტუმრნენ, მედპერსონალს დედის დღე მიულოცეს და ახალშობილთა დედებისთვის საჩუქრები ყვავილები და ბავშვის ჰიგიენური მოვლის საშუალებები გადასცეს.

3 მარტს, დედის დღის აღნიშვნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით, 3 მარტი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.

გააზიარე