ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში დასუფთავების აქცია მოეწყო

22 აპრილი, 2021

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.

დასუფთავების ღონისძიებაში  სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის, საკრებულოსა და  აიპების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა ლოკაციები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ყოველ წლიურად, თარიღთან დაკავშირებით, მსოფლიოს 176-მდე ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობები ეწყობა. საერთაშორისო დღეს საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა.

გააზიარე