ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

26 თებერვალი, 2020

ქალაქ ახალციხეში, პაატა ნათენაძის და შალვა ახალციხელის ქუჩების საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკები ახალი ფილებით მოპირკეთდება, საავტომობილო გზაზე კი ასფალტის საფარი მოეწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

გააზიარე