ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხელმა მოსწავლემ ონლაინ ტურნირში გაიმარჯვა

10 თებერვალი, 2023

ახალციხელმა მოსწავლემ საბა პაპაშვილმა საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირში I ადგილი დაიკავა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალციხელმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა დანიის სასკოლო ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საჭადრაკო ონლაინ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირი ქალაქ ნიბორგში, დანიის ეროვნული სკოლის ჭადრაკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, რომელიც ონლაინ პლატფორმის https://lichess.org - ის საშუალებით მიმდინარეობდა.

სპორტულ ღონისძიებაში „მსოფლიო ახალციხეების ალიანსის“ წევრ ქალაქებში მცხოვრები, 8-დან 15 წლამდე ასაკის 131 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის 20 მოსწავლე იყო ახალციხიდან.

აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილი ქალაქ ახალციხის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლემ საბა პაპაშვილმა (მასწავლებელი - დავით სამსონიძე) დაიკავა. გამარჯვებულს მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამახსოვროდ თასი გადასცეს.

საჭადრაკო ტურნირისა და მისი გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ გვერდზე: https://lichess.org/tournament/kwTwUofk

+20

 

გააზიარე