ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აგარის საბავშვო ბაღში საშემოდგომო აქტივობა მოეწყო

12 ნოემბერი, 2018

აგარის საბავშვო ბაღში საშემოდგომო აქტივობა მოეწყო.

ბაღის ეზოში მოწყობილი საქართველოს სხვადასხვა მხარეებისათვის დამახასიათებელი კუთხეები. პატარებმა ჩურჩხელები ამოავლეს, მოსავალი დააბინავეს, მჭადები დააცხვეს, მწვადი შეწვეს და ყურძენი დაკრიფეს. მათ ასევე, ლექსები, ცეკვები და სიმღერებიც შეასრულეს.

პატარების აქტივობას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე, გელა ნოზაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა №1 ბაღს საბავშვო წიგნები გადასცეს.

გააზიარე