ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

აწყურში დასკვნითი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

27 თებერვალი, 2020

დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობასთან დასკვნითი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა სოფელ აწყურში.

სოფლის საერთო კრებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. მათ ადგილობრივებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი პრიორიტეტეტები განიხილეს და იმსჯელეს დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ აწყურში, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტეს, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. საკონსულტაციო შეხვედრებზე შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.

გააზიარე