ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

9 აპრილი - მადლობა თავისუფლებისთვის

9 აპრილი, 2023

9 აპრილი - მადლობა თავისუფლებისთვის

დღეს, ქალაქ ახალციხეში, 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გარდაცვლილთა მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს.

ღონისძიების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წლისთავი. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებმა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა,

34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

#მადლობათავისუფლებისთვის

#9აპრილი

+31

 

გააზიარე