Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღვაწლმოსილ აღმზრდელს ლუდმილა კაპანაძეს ქალთა დღე მიულოცეს

9 March, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის ღვაწლმოსილ აღმზრდელს ლუდმილა კაპანაძეს ესტუმრნენ და ქალთა დღე მიულოცეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დამსახურებულ პედაგოგს მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი სააღმზრდელო საქმიანობისთვის და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის. ირაკლი ლაზარაშვილმა ღირსეულ ქალბატონს მადლობის სიგელი, ყვავილები და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ლუდმილა კაპანაძე 45 წლის განმავლობაში მუშაობდა ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღში და არაერთი თაობის აღმზრდელია.

+3

 

Share page