Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინისტრი სოფელ წყრუთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღს ესტუმრა

4 March, 2023

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ წყრუთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღს ესტუმრა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 90-მდე ბავშვზეა გათვლილი.

თეა ახვლედიანმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა და მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა თითოეული ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის განათლების ხელმისაწვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ორენოვანი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვეწვიეთ სოფელ წყრუთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღს, რომელიც სამი სოფლის 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. შევხვდით ბაღის მასწავლებლებს, აღმზრდელებს, ისევე როგორც ბავშვებსა და მათ დედებს, რომელთაც ახალი ბაღის ამოქმედებით უფრო გაუფართოვდათ შიდა მეურნეობასა თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან საბავშვო ბაღში დაინერგება სკოლამდელი განათლების ორენოვანი მეთოდი, რომელიც აქცენტს გააკეთებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ქართული ენის შესწავლაზე, რაც წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

+15

 

Share page