Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ჩოხოსანთა საზოგადოების სადროშო დაფუძნდა

18 November, 2022

ქალაქ ახალციხეში, საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების სადროშო დაფუძნდა.

შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც სიმბოლურად ჩოხოსანთა ფიცის დადების ცერემონიალი მოეწყო.

ჩოხოსანთა საზოგადოებას ახალციხიდან 60-მდე პირი შეუერთდა, მათ შორი 6 ქალბატონი.

ტაძრის ეზოში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ახალციხის სადროშოს დაფუძნება მიულოცეს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ზვიად სეხნიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მერაბ ბერიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ჩოხოსანთა საზოგადოების ახალციხის სადროშოს ახლადარჩეულმა წინამძღოლმა გელა ჭალიძემ, ჩოხოსანმა ვლადიმერ ზედგინიძემ და სხვებმა.

ღონისძიებას მრევლთან ერთად, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

+22

Share page