კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი - „სუფთა რეგიონი 2022“ მიმდინარეობს.
კონკურსის მიზანია ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირება და მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.
კონკურსი ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს გამარჯვებულებს:
- „სუფთა რეგიონი“
- „სუფთა მუნიციპალიტეტი“
- „სუფთა ქალაქი“
- „სუფთა სოფლი“
- „სუფთა ქუჩა“
- „ლამაზი ეზო“
- „ლამაზი აივანი“
- „ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“
- „ლურჯი ნაკადული“
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი მასალები უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@greens.ge.
მუნიციპალიტეტში საკონტაქტო პირია შორენა ხმალაძე, ტელ: 591 41 16 40.