Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დაიწყო

9 August, 2022

მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დაიწყო.

თამაშები ქალაქ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინი სტადიონზე იმართება. ტურნირში მოყვარულთა 14 გუნდი იღებს მონაწილეობას.

გამარჯვებულ გუნდებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლები, თასები, სიგელები და ფულადი ჯილდობი გადაეცემათ.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება.

 

Share page