Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

30 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

14 August, 2022

30 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან...

დღეს, ქალაქ ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს,

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, სამცხე-ჯავახეთის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ფარცახაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა.

ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილთა ოჯახებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, სოციალური პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარებაც გადაეცემათ, 300 ლარის ოდენობით.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს

 

Share page