Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

17 November, 2021

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, პირველ მოადგილესთან მერაბ ქვარაიასთან და მერის პირველ მოადგილესთან ილია ზარდიაშვილთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს, მერიის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ახალი პროგრამის დეტალები გააცნო.

შეხვედრაზე, ამ კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება განიხილეს და პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი დადებითი შედეგების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

Share page