Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ადმინისტარციული ერთეულების წარმომადგენლებთან

1 April, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე, ზაზა მელიქიძემ, მოადგილესთან რუბენ კარაპეტიანთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, თითოეულ დასახლებაში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები განიხილა.

ასევე, იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მათ შორის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების დაცვის მონიტორინგზე. მერმა ასევე, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, დასახლებებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დროული რეაგირებისკენ მოუწოდა

Share page