Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ონლაინ შეხვედრა OGP-ს ლოკალური პროგრამის ფარგლებში

10 February, 2021

ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის ფარგლებში მორიგი სამუშაო ონლაინ  შეხვედრა  გაიმართა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ლევან მიქაბერიძე დაესწრნენ.

ვებინარი OGP-ს ლოკალური პროგრამის გაცნობითი შეხვედრების სერიის ნაწილია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ღია მმართველობის მდგომარეობა რეგიონში, პარტნიორობის შესაძლებლობები, კარგი პრაქტიკისა  და გამოცდილების გაზიარება. 

ვებინარის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა OGP Local-ის მომავალი სამუშაო შეხვედრებიც , სადაც დონორებთან ერთად, ღია მმართველობის ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესსა და მუნიციპალიტეტების საჭიროებებს განიხილავენ.

ონლაინ შეხვედრის  მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა  გაცნობოდნენ ერთმანეთის  გამოცდილებას, გაეცვალათ საკონტაქტო ინფორმაცია და  დაეგეგმათ მომავალი აქტივობები, რაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის  კარგი შესაძლებლობაა  სრულყოფილი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს. OGP-ში გაწევრიანებით მუნიციპალიტეტი უერთდება გლობალურ მოძრაობას, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების განვითარებასა და განმტკიცებას.

 

Share page