Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ცენტრალური ქუჩისა და სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 February, 2020

 

ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ახალი ფილებით მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე მოეწყობა გამწვანების ზოლი და სარწყავი სისტემა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო კომპანია ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.

 

Share page