Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერის პირველი მოადგილე ბაღების მენეჯერებს შეხვდა

13 January, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე გასულ წელს საბავშვო ბაღებში განხორციელებული სხვადასხვა სახის აქტივობები შეაჯამეს და 2020 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარებისთვის კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინიციატივით მენეჯერებს სიგელები გადაეცათ.

Share page