Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში მთავარი ნაძვის ხე აინთო

26 December, 2019

ცენტრალურ პარკში, დღეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ახალციხელების წინასაახალწლო განწყობაზე, „ორმა ჯუჯამ“ - ვახტანგ ტატიშვილმა და ნუგზარ კვაშალმა, მეგობრებთან ერთად იზრუნეს, მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგნენ ნინო გველესიანი, მარიამ ნანობაშვილი და Dudey. ზეიმი განსაკუთრებით ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილმა მსახიობმა გაახალისეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო აქცია ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად, სადაც მოხალისე ახალგაზრდებმა ჩაი, ყავა და ტკბილეული გაყიდეს. გარდა ამისა, მსურველებს საახალწლო აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ სადღესასწაულო კონცერტს მოსახლეობასთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

Share page