ქალაქის №1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო, ამ დროისთვის აქ სადემონტაჟო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, მუსიკის დარბაზი, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, მოეწყობა ადმინისტრაციული და სხვა აუცილებელი ოთახები, ასევე დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციას, ეზოს კეთილმოწყობას და საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობას.
გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ შენობას, რომელიც საბავშვო ბაღისთვის, არქიტექტურულად შეუსაბამო იყო, კაპიტალური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტ
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.