მონაწილეობითი ბიუჯეტირება
სამოქალაქო ბიუჯეტი - 2024 ახალციხის მუნიციპალიტეტში
სამოქალაქო ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.
2024 წლის მთლიანი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100,000 ლარი მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
გამოყოფილი თანხის გახარჯვა მოხდება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.
პროექტის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან/და ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე. სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ინიციატორის მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს. პროექტის განხორციელება უნდა შედიოდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში, ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და არა კერძო ან ბიზნესის ინტერესებს. პროექტის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს 2024 წლის განმავლობაში.