ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ წნისში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

1 აგვისტო, 2019

სოფელ წნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მდინარე მტკვარზე გადასასვლელ ხიდს, რომლის საშუალებით ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავშირდებიან.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

გააზიარე