ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან

13 აგვისტო, 2019

მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მოადგილეებთან გურამ მელიქიძესთან და ალექსი ზედგინიძესთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეტალურად განიხილა.
იმსჯელეს თითოეულ ობიექტზე ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე, ფაქტიურ შესრულებებსა და გეგმა - გრაფიკებზე. აქცენტი გაკეთდა გამოვლენილ ხარვეზებზე და მშენებლებს მიეცათ მითითება მათი გამოსწორებლად. 
შეხვედრაზე განიხილეს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა" და საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები. იმსჯელეს, ასევე სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრას მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერისა და სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე