ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

12 სექტემბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი ილია ზარდიაშვილი და კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ლევან მიქაბერიძე დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის თანამშრომელს ქეთევან ბაქრაძეს და მათ მოწვეულ ექსპერტს დევიდ სიროკს შეხვდნენ.

შეხვედრა USAID საქართველოს ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებზე, დეცენტრალიზაციაზე, ბიუჯეტის განკარგვაზე, მერიაში დანერგილ ვოლისის პროგრამაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობაზე და რეგიონისთვის დამახასიათებელ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს.

გააზიარე