ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შემოდგომის ფესტივალი 2018

20 ოქტომბერი, 2018

მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენები დაეთვალიერებინათ. ასევე, მსურველებს შეეძლოთ გამოფენილი პროდუქციის ყიდვა და დაგემოვნება. 
გამოფენები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, მხარისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგნელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. 
წელს შემოდგომის ფესტივალი პირველად ჩატარდა და იგი ტრადიცულ სახეს მიიღებს. იდეის ავტორი და ორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაა.

გააზიარე