ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საყუნეთში მილხიდის მოწყობა მიმდინარეობს

1 აგვისტო, 2019

სოფელ საყუნეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის შიდა საუბნო გზაზე  მილხიდის მოწყობა მიმდინარეობს.  

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით,  დასახლების  საერთო კრებაზე შეირჩა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უამინდობისა და წვიმების დროს გზის სავალი ნაწილი ხშირად იტბორებოდა, რაც ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან გადაადგილებაში ხელს უშლიდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში  საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

გააზიარე