ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრები მერიაში

25 ივლისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე დღეს  მერიის სამსახურების, თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული  იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს  შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში  არსებული მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრეს  პრობლემებზე სხვადასხვა მიმართულებით და მათი მოგვარების გზებზე.  იმსჯელეს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მელიორაციისა და  დასუფთავების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.  

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროებში განხორციელებულ წარმატებულ  აქტივობებზე, ახალი ამბულატორიების  მშენებლობასა და საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. შეხვედრაზე აღინიშნა,  ასევე რესპუბლიკურ სპორტულ შეჯიბრებებსა და მუსიკალურ ფესტივალებში ახალციხელი მოსწავლეების მიღწევების შესახებ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს მომავალი 2020 წლის სამოქმედო გეგმებიც გააცნო, ხოლო  თავის მხრივ გაწეული მუშაობისა და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს იურიდიული პირების წარმომადგენლებმა.   

გააზიარე