ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრები ბიუჯეტირების პროცესთან დაკავშირებით

23 ივლისი, 2019

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით ახალი პროექტი ხორციელდება (Systematize and strengthen Gender Responsive Budgeting (GRB) in 9 municipalities in Georgia), რომელიც გენდერული ბიუჯეტირების სისტემატიზაციას და გაძლიერებას ისახავს მიზნად საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში და მათ შორის ახალციხეშიც.

პროექტი, მთავრობის მიერ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესის დახვეწასა და ამ მიმართულებით შესაბამის საკონსულტაციო მხარდაჭერას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გენდერულ ჭრილში ბიუჯეტირების მნიშვნელობასა და ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებული სიახლეების და გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა.

სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების, არასამთავრობო სექტორისა და ფონდ „ტასოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე