ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

23 ივლისი, 2019

მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ   სამშენებლო  კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ამ დროისთვის თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილა. 

შეხვედრას  ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის მოადგილეები, ასევე მუნიციპალიტეტის  მერიის შესყიდვების, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის  სამსახურების  და  ზედამხედველი ორგანიზაციის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ დროისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გრძელდება საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობა, სახურავების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის სისტემების, სკვერებისა და სპორტული მოედნების  რეაბილიტაცია, თამარაშვილის ქუჩაზე,  რვასართულიან  კორპუსში ლიფტის მონტაჟი,  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვა. 

გააზიარე