ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

9 აგვისტო, 2019

საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო. მონიტორინგის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს წარმომადგენლები ოთარ არევაძე და დავით ბერაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე.

ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების ურავლის, წნისისა და აწყურის საჯარო სკოლებში. ურაველში და წნისში სანიტარული კვანძები ეწყობა, ხოლო აწყურის საჯარო სკოლაში შენობის სახურავი და ელექტროგაყვანილობა იცვლება.

მთავრობის განკარგულებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 760 000 ლარი გამოეყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება.

 

გააზიარე