ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მერიაში

22 ივლისი, 2019

საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიის და სისტემის პილოტირების განხორციელება იგეგმება, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა.

აღნიშნული პილოტირების სამოქმედო გეგმის დაწყებისა და განხორციელების საორგანიზაციო-მეთოდური საკითხების განხილვის მიზნით დღეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამილა ბარკალაია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში მიმდინარე რეფორმის არსის და ამ პროცესში სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციისა და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს სამინისტროს სოციალური დაცვის დპარტამენტის, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ფარგლებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით ხორციელდება.

გააზიარე