ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პრემიერა თოჯინების თეატრში – “სამი გოჭი”

19 სექტემბერი, 2019

ახალციხის თოჯინების თეატრმა დღეს  2019 წლის სეზონი პრემიერით გახსნა.

ახალციხელი პატარების წინაშე წარმოდგენილი იყო ცნობილი  ზღაპრის „სამი გოჭის“ განასხვავებული და საინტერესო ინტერპრეტაციით დადგმული სპექტაკლი.   

ამბავმა სამ გოჭსა და კეთილ მგელზე  პატარა მაყურებლების  მოწონება დაიმსახურა და სპექტაკლის მსვლელობაშიც ინტერაქტიულად ჩაერთნენ. ღონისძიებას პატარებთან და მათ მშობლებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია,  რომ სეზონის გახსნის შემდეგ ახალციხის თოჯინების თეატრი, პატარებისთვის წარმოდგენებს ყოველკვირეულად გამართავს. თეატრს კულტურის სამინისტროსთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უწევს ფინანსურ მხარდაჭერას. 

გააზიარე